Independent: ლონდონმა კიევს თავისი იარაღის კურსკში გამოყენების უფლება მისცა

Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ კიევს უფლება მისცა, გამოეყენებინა მიწოდებული იარაღი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის რეგიონში თავდასხმის დროს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა მოჰყვა, მაგრამ ეს არ ეხება ფრთოსან რაკეტა Storm Shadow-ებს, წერს „რა ნოვოსტი“ გაზეთ Independent-ზე დაყრდნობით.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ბრიტანული უწყება ცდილობდა, ეს ქმედებები თავდაცვის უფლებით გაემართლებინა, რაც „არ გამორიცხავს რუსეთის შიგნით ოპერაციების ჩატარებას“. შესაბამისად, ახლა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, საარტილერიო, ჯავშანტექნიკა და სხვა იარაღი, რომელსაც დიდი ბრიტანეთი აწვდის უკრაინას, შესაძლოა კურსკის ოლქის საომარ ზონაში აღმოჩნდეს.
სტატიაში ზუსტდება, რომ ეს არ ეხება რაკეტა Storm Shadow-ებს, რომელთა გამოყენებაც ლონდონმა უკრაინის „საერთაშორისოდ აღიარებულ“ ტერიტორიაზე დაუშვა.
6 აგვისტოს დილის5:30 საათზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეტევაზე გადავიდნენ
მათი დაკავების მიზნით. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, მოწინააღმდეგე ღირსეულ პასუხს მიიღებს, ხოლო რუსეთის წინაშე მდგარი ყველა მიზანი მიღწეული იქნება.