თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში სავაჭრო ობიექტში გასაყიდად გამოტანილ ნახევარფაბრიკატის ნიმუშში, კერძოდ კი კატლეტში სალმონელა გამოვლინდა, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.
„კახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა ინდივიდუალური მეწარმის სარეალიზაციო ობიექტიდან ნახევარფაბრიკატის - კატლეტის ნიმუშები აიღეს. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიიდან კვლევის მიღებული შედეგების თანახმად, აღებული 5 ნიმუშიდან 2 ნიმუშში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა.
ლაბორატორიული კვლევის დასრულებისთანავე ნახევარფაბრიკატების მწარმოებელ ბიზნესოპერატორთან განხორციელდა არაგეგმური ინსპექტირება, რის შედეგადაც მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ასევე დაევალა გაყინული ნახევარფაბრიკატის - კატლეტის რეალიზაციიდან ამოღება, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.