ნუცუბიძის პლატოზე მდებარე უნიკალური ხიდების რეაბილიტაციის ტენდერი მესამედ გამოცხადდა

40-წლიანი ისტორიის მქონე საცხოვრებელი კომპლექსი საბჭოთა მოდერნიზმის ნიმუშს წარმოადგენს.
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. თბილისის მერია უშედეგოდ ეძებს კომპანიას, რომელიც საბურთალოს ტერიტორიაზე განახორციელებდა ხიდების შეკეთებას, რომლებიც მაღალსართულიან კორპუსებს შორის მდებარეობს - ესაა ცნობილი საცხოვრებელი კომპლექსი სიმბოლური სახელწოდებით „შატილი“, რომელიც საბჭოთა მოდერნიზმის მაგალითია.
საბჭოთა პერიოდისთვის რთული რელიეფის ტერიტორიაზე 1970-იან წლებში აშენებული უნიკალური არქიტექტურული ნაგებობის ავტორები იყვნენ არქიტექტორები ოთარ კალანდარიშვილი და გიზო ფოცხიშვილი, კომპლექსმა დააკავშირა ნუცუბიძის ქუჩა და ნუცუბიძის პლატოს ახალაშენებული პირველ მიკრორაიონი.
ხიდები ნუცუბიძის პლატოზე
თბილისის ხელისუფლებამ უკვე მესამედ გამოაცხადა ტენდერი კომპანიის მოსაძებნად, რომელიც ამ საცხოვრებელ უბანში აღნიშნული ურბანული ძეგლის რეაბილიტაციას განახორციელებს.
პირველად სატენდერო თანხა იყო 324.807 ლარი, მეორედ - 487.470 ლარი, ამჯერად კი მერია მზადაა გადაიხადოს 652.246 ლარი. განაცხადები 28 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით მიიღება.
ტენდერის პირობების მიხედვით, კომპანიას მოუწევს რკინის სახიდე კონსტრუქციის კიბისა და საფარის შეცვლა, შშმ პირებისთვის ხიდების ადაპტაცია, ხიდის დამცავი გისოსების აღდგენა, ასევე ხიდის ტროტუარის შეკეთება.
Удивительное здание с мостами на ხიდები ნუცუბიძის პლატოზე
ცნობილი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში 1974-1976 წლებში აშენდა. ეგრეთ წოდებული „შატილის“ კომპლექსი იყო არქიტექტორების მცდელობა, შემოეტანათ ტრადიციის ელემენტები რკინაბეტონის მსხვილპანლიან სახლებში იმ ტერიტორიაზე, სადაც აქტიურად შენდებოდა უსახური შენობები.
საცხოვრებელი კომპლექსი იწვევს ხევსურეთის მაღალმთიან სოფელ შატილში მდებარე შუა საუკუნეების კოშკების ერთგვარ ასოციაციას იწვევს, რომელთა ნაწილი ერთმანეთთან ხიდებით არის დაკავშირებული. გარდა ამისა, საბჭოთა მოდერნიზმის სტილის სახლებზე ტრადიციული ხევსურული ორნამენტები ჩანს.
ხიდები ნუცუბიძის პლატოზე
ხიდების წყალობით, რომლებიც აკავშირებს ცნობილ 16-სართულიან კორპუსებს, მნიშვნელოვნად მოკლდება გზა ნუცუბიძის ქუჩიდან ნუცუბიძის პირველ პლატომდე დაპირიქით.
გზის შესამოკლებლად საჭიროა ახვიდეთ პირველი მაღალსართულანის მე-14 სართულზე, გადაკვეთოთ ხიდი მეორე მაღალსართულის მე-12 სართულამდე, შემდეგ ხიდით გაივლით მესამე მაღალსართულიანის მე-10 სართულამდე და იქიდან ასევე ხიდით ნუცუბიძის პირველ პლატოზე გახვალთ.
ბოლო დრომდე ხიდები მხოლოდ ურბანული ინფრასტრუქტურის ბანალური ნაწილი იყო, მაგრამ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში მათ მიიპყრეს ბრუტალური არქიტექტურის მოყვარულთა ყურადღება. აქ დაიწყეს ვიდეოების გადაღება, ფოტოსესიების და ექსკურსიების მოწყობა.
ხიდები ნუცუბიძის პლატოზე
მაცხოვრებლებისთვის და „ტრანზიტული“ მგზავრებისთვის განსხვავებული ლიფტებია მოწყობილი.