თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ნეაპოლში ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იუწყება ტელეკომპანია “ფორმულა” ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
27 წლის კაცი სან ფერნანდოში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დააკავეს. ჩხრეკისას ახალგაზრდა კაცის ზურგჩანთიდან ტანსაცმელი და 6 ცალი სუნამო ამოიღეს.
მედია წერს, რომ ბრალდებულს კრიმინალური წარსული აქვს და ადრეც იყო დაკავებული, თუმცა რა საქმეზე უცნობია. ასევე გაირკვა, რომ ის იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა.