დღეს 2024 წლის 15 აგვისტოა, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
კარგი დღეა სწავლისა და სამეცნიერო შემოქმედებისთვის. ინტელექტუალური და ლოგიკური უნარები პიკს მიაღწევს, ფიქრი არასტანდარტული იქნება. ყველაფერი იოლად გამოგივათ, მაგრამ ეცადეთ, ამან თავბრუ არ დაგახვიოთ. ასევე მოერიდეთ აზარტულ თამაშებს, ალკოჰოლს.
ვერძი: დღეს ცოტა გონებაგაფანტული იქნებით საუბრების დროს და ეს იმიტომ, რომ მოსაწყენი თანამოსაუბრე გყავთ. მოსაბეზრებელია გამუდმებით ყოფით თემებზე და ელიტურ ჭორებზე საუბარი, ჭკვიან თანამოსაუბრეს კი მოძებნა სჭირდება. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, წახვიდეთ იქ, სადაც საინტერესო და მცოდნე ადამიანებთან შეხვედრის შანსი გაქვთ. ახლა ასეთი საუბრები ჰაერივით გჭირდებათ.
კურო: ინტელექტუალური დისკუსიები რომ არ გიყვარდეთ კიდეც, დღეს ამ წესიდან გამონაკლისს დაუშვებთ, თან რაც უფრო მეტი „ცეცხლი“ დაინთება დისკუსიისას, მით უკეთესი. იდეალურია, თუ სრულიად საპირისპირო მოსაზრებების მქონე მეტოქეს შეხვდებით, და თუ არა, მზად ხართ თანამოსაუბრეს პროვოცირება მოუწყოთ. სიამოვნებით აჩვენებთ თქვენს ინტელექტუალურ უპირატესობას ირგვლივ მყოფ ადამიანებს.
ტყუპი: დღეს, სავარაუდოდ, საკუთარი ფიქრების ლაბირინთებში იხეტიალებთ. მაგრამ ის, რომ „იფიქრო“ და „გაართულო“ სხვადასხვა პოლუსზეა თავისი გაგებით, დღეს თქვენთვის არაფერს ნიშნავს. პირველი – „იფიქრო“ ყოველთვის სასარგებლოა, ხოლო მეორე – „გაართულო“ თქვენზეა დღეს მორგებული, რასაც ირგვლივ მყოფებს მთელი სისავსით წარმოუდგენთ, რაც, ბუნებრივია, მათ უკმაყოფილებას გამოიწვევს.
კირჩხიბი: დღეს ასტროლოგები გირჩევენ, ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება, ყურადღებით დააკვირდეთ – გარშემომყოფები მნიშვნელოვან რამეებზე ილაპარაკებენ. გეძლევათ შანსი, რომ ინფორმაცია შეაგროვოთ რამე საკითხზე, მოისმინოთ კარგი რჩევა ან შესანიშნავი იდეა. ეს მომავალში გამოგადგებათ, ამიტომ არ ღირს გარშემომყოფების ყურადღების საკუთარ თავზე გადმოტანა. პირიქით – უსმინეთ მათ, ისწავლეთ, დაიმახსოვრეთ.
ლომი: დღეს თუ გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ, თქვენი მთავარი „იარაღი“ ინტელექტი უნდა გახდეს. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის თანამოსაუბრე – უფროსი, საყვარელი ადამიანი, შემთხვევითი ადამიანი თუ მეგობარი – დღეს ნებისმიერ წრეში ყველაზე დიდი მოთხოვნა სერიოზულ თემებზეა. პოლიტიკა, ეკონომიკა, ფილოსოფია, მათემატიკა... ნებისმიერი მეცნიერება, რომელიც გონების წარმოჩენაში დაგეხმარებათ.
ქალწული: დღეს ახლობლებს, რომ იტყვიან, არაფრად აგდებთ, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ აიძულებთ თქვენი პირადი სივრცის მოწყობას. დღეს უამრავი ბრწყინვალე იდეა მოგდით თავში და მათი განხორციელების სურვილი კი მძაფრია. „წვრილმანი“ პროექტები, როგორიცაა საფუძვლიანი დალაგება, საყოფაცხოვრებო ნივთების ყიდვა – ეს არაფერია, მთავარია, თავში ავეჯის გადაადგილების ან რემონტის იდეა არ მოგივიდეთ.
სასწორი: დღეს გაქვთ ინტელექტუალური საუბრების განწყობა ყველაზე სერიოზულ და განზოგადებულ თემებზე, როგორიცაა ადამიანის ფსიქიკა, სულიერი განვითარება, სამყაროს იდუმალებანი... შესაძლოა, შეხვდეთ ისეთ ადამიანს, რომელთანაც ამ საკითხებზე საუბარს შეძლებთ. მთავარია, ღრუბლებში ფრენისას არ დაკარგოთ „მიწაზე მყარად დგომის“ შეგრძნება.
მორიელი: დღეს თქვენში ნამდვილი ფინანსისტი გაიღვიძებს. თქვენი გონება იმუშავებს მკაფიოდ და იაზროვნებს მხოლოდ ციფრებითა და ფაქტებით. თუ იფიქრებთ იმაზე, როგორ გააუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, შეიძლება გენიალური გეგმაც შეადგინოთ და კარგი შემოსავალიც მიიღოთ. ასევე არანაკლებეფექტური იქნება ირგვლივ კომფორტული ატმოსფეროს შექმნის პროექტიც. ზოგადად, კარგი დღეა დაგეგმვისთვის.
მშვილდოსანი: დღეს ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, მათ შორის, ურთიერთობებში, ლოგიკას დაეყრდნობით და არა გრძნობებს. იმის მაგივრად, რომ „იმკითხაოთ“, რა ხდება ადამიანების თავს, მოისურვებთ ამის გაგებას საუბრით ან პირდაპირი კითხვების დასმით. ამასთან, თავადაც არ დაუმალავთ გარშემომყოფებს საკუთარ აზრებსა და ზრახვებს, დეტალურად აუხსნით, რა გსურთ. ასეთი პრაქტიკა დღეს ეფექტური და წარმატებული აღმოჩნდება.
თხის რქა: დღეს სიამოვნებით აღიქვამთ სხვის მექანიზმში „ჭანჭიკად“ თავს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მექანიზმი კარგად არის აწყობილი და არ „ყანყალებს“. შეგიძლიათ შესანიშნავად იმუშაოთ გუნდში, სხვისი ხელმძღვანელობით, მთავარია, იცოდეთ, რას აკეთებთ და რატომ, ჩაწვდეთ პროცესის ლოგიკას და საკუთარი როლი გაიაზროთ. თუ დეტალები არ გეცოდინებათ, მაშინ ირგვლივ მყოფებს თავად მოუწევთ ყველაფრის გაკეთება.
მერწყული: დღეს აჯობებს, თუ მთელ ყურადღებას ადამიანებთან ინტელექტუალურ კავშირზე გადაიტანთ. ნებისმიერი ურთიერთობა დასაწყისში სიმპათია–ანტიპათიის პრინციპზე იგება, თუმცა უფრო ღრმა ურთიერთობებისთვის საჭიროა საერთო თემებისა და ინტერესების მოძებნაც. სწორედ ასეთი განწყობა გაქვთ დღეს. ექსპერტები გირჩევენ, ვინმესთან თქვენი ურთიერთობები ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ.
თევზები: დღეს გაქვთ უნარი და სურვილი, რომ საკუთარ ცხოვრებაში ყველაფერი მოაწესრიგოთ. სპონტანურობა ყოველთვის კარგი არაა, ხშირად წარმატებული საქმის გარანტი გეგმაა უმცირესი დეტალების გათვალისწინებით. სწორედ ასეთი გეგმების დაწყობას გირჩევენ ასტროლოგები „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერის“ პრინციპის გათვალისწინებით. თუ ყველაფერს ზედმიწევნით დაგეგმავთ, წარმატება გარანტირებული იქნება.