თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. 3 ოქტომბერს, ალმაატაში 1st Central Asia Warehouse Summit (CAWS) ჩატარდება.
ეს არის მთავარი ღონისძიება ცენტრალური აზიის სასაწყობო უძრავი ქონების დარგში. მისი ორგანიზატორები არიან: კონსალტინგური კომპანია, რომელიც შედის ინდუსტრიური და სასაწყობო უძრავი ქონების სფეროს ცენტრალური აზიის პროფესიონალური კონსულტანტების ტოპ-ხუთეულში, და Colliers Kazakhstan - ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კონსულტანტი უძრავი ქონების სფეროში.
ღონისძიება ჩატარდება ყაზახეთის რესპუბლიკის მეწარმეთა ეროვნული პალატის - „ატამეკენის“, სააქციო საზოგადოება „ნაციონალური კომპანია "KAZAKH INVEST-ის", NielsenIQ Kazakhstan-ის მხარდაჭერით. გენერალური პარტნიორია MP Solutions, ოფიციალური პარტნიორები: Burunday Container Terminal, „ისტკომტრანსი“.
საქმიანი პროგრამის მონაწილეები იქნებიან: საერთაშორისო ინვესტორი რაინერ მიხაელ პრაისი (სტრატეგიული ექსპერტი საინვესტიციო პორთფელის განვითარების საკითხებში DAS Family Office-ში (სინგაპური)),და ადრიან ჰენი – მედია-კვლევითი სააგენტო International Digital News-ის დამაარსებელი. CAWS დარგის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.
მას დაესწრება 300-მდე მონაწილე ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან.
ღონისძიების ფარგლებში ინვესტორები და საბანკო სექტორის წარმომადგენლები შეაფასებენ რეგიონის მიმზიდველობას კომერციული უძრავი ქონების, ვაჭრობის და ლოგისტიკის სფეროში განვითარებისათვის.
CAWS - ის სტუმრებს წარედგინებათ გაშლილი მაკროეკონომიკური სურათი და უახლოესი წლების პროგნოზი. სპიკერები ისაუბრებენ რეგიონში განვითარების სპეციფიკაზე, ბაზრის მოთამაშეების წინაშე მდგომ ძირითად გამოწვევებსა და ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებზე.
დაწვრილებითი ინფორმაციას და მონაწილეობის პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ღონისძიების საიტზე: https://caws.asia