თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის ოპერატორებმა შექმნეს ერთობლივი საწარმო - BTKI Railways, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის მარაბდა-კარწახის მონაკვეთზე მონაკვეთის ინფრასტრუქტურის ოპერირებასა და მართვაზე. ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა როვშან რუსტამოვმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
ახალი კომპანია ტვირთების გადაზიდვის ეფექტურ ორგანიზებასა და ახალი ტვირთების მოზიდვაზეც იქნება პასუხისმგებელი.
„აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევა ამ საწარმოს მეშვეობით ასევე მიმართული იქნება რეგიონული სატრანსპორტო კავშირების, განსაკუთრებით შუა დერეფნის პოტენციალის გაძლიერებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
„შუა დერეფნის" როლი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
„შუა დერეფანი“ არის მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და საქართველოდან საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
ამჟამად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტში 11 ქვეყნიდან 25 კომპანიაა წარმოდგენილი.