თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. დევდორაკის საავტომობილო გვირაბი, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს, სარემონტო სამუშაოების გამო, დღის საათებში დაკეტილი იქნება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
შეზღუდვები ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის სამი დღის განმავლობაში - 15, 16 და 17 აგვისტოს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე იმოქმედებს.
საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე
დევდორაკის გვირაბი საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 132-135-ე მონაკვეთზე მდებარეობს.