ალაუდინოვი: უკრაინა რუსეთს ულტიმატუმით ვერ დაელაპარაკება

Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. მოლაპარაკება უკრაინასთან, სადაც მოწინააღმდეგე კურსკის ოლქში მისი ოპერაციის შემდეგ რუსეთს ულტიმატუმს წაუყენებს, არ იქნება, განაცხადა სპეცრაზმ „ახმატის“ მეთაურმა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა აპტი ალაუდინოვმა.
„არ იქნება მოლაპარაკება, სადაც ზელია (იგულისხმება ზელენსკი, – რედ.) რაიმე ულტიმატუმს წამოაყენებს, როგორც ისინი გეგმავდნენ. ამერიკელები და მთელი ნატოს ბლოკი ამაში შეცდა. [კურსკის ოლქში] მათმა ოპერაციამ, ვფიქრობ, უკვე „გაასხა“. ასე რომ, ჩვენს მოწინააღმდეგეს ბლიცკრიგი არ გამოუვიდა“, – განაცხადა ალაუდინოვმა.
მანამდე მან აღნიშნა, რომ კურსკის ოლქის ქალაქ კურჩატოვის ატომური ელექტროსადგურის აღების შემდეგ, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს ულტიმატუმის ენით გეგმავდა.