თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ზუგდიდში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მცირეწლოვანი ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა, ოჯახის კიდევ ორი წევრი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტრაგედია ბუკიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში მოხვდა. დაღუპულია 5 და 6 წლის ბავშები.
ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი ანთებული სანთლისგან გაჩნდა, რადგან ბინაში, რომელსაც ქალი ოთხ შვილთან ერთად ქირაობდა, ელექტროენერგია არ იყო.
ცეცხლს მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ბრიგადა ებრძოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანების ან განადგურების ფაქტზე დაიწყო, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.