თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. გურიის კურორტ გომისმთიდან მომავალი ავტომობილი ხრამში გადავარდა, დაშავებულია ორი ადამიანი, იუწყება „რუსთავი 2“.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ორივე დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.