ფორუმი „არმია 2024“: ხელმოწერილია 500 მლრდ რუბლის სახელმწიფო კონტრაქტები

Sputnik
თბილისი, 13 აგვისტი — Sputnik. ფორუმ „არმია-2024-ზე“ თითქმის 500 მილიარდი რუბლის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტებს მოეწერა ხელი, განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების შეიარაღების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ანატოლი გულიაევმა.
„დღეს გაფორმებული და გადაცემული კონტრაქტების ჯამური ღირებულება თითქმის ნახევარ ტრილიონს, დაახლოებით 500 მილიარდ რუბლს შეადგენს. შესაბამისად, ჩვენ, გარდა 500 ერთეული ძირიტადი შეიარაღებისა, ასევე მივიღებთ სხვადასხვა კალიბრის დაახლოებით 1 მილიონ გამანადგურებელ საშუალებას. ამიტომ გთხოვთ, რომ ამ დამატებით ამოცანას უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ“, — აღნიშნა რუსმა გენერალმა კონტრაქტების გაფორმებისა და მათი გადაცემის შემდეგ.
ფორუმი „არმია 2024“ პოდმოსკოვიეს პარკ „პატრიოტში“ 12 აგვისტოს გაიხსნა და 14 აგვისტომდე იმუშავებს.