ხიდის დემონტაჟის გამო იუსტიციის სახლთან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოების გამო, 12-15 აგვისტოს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.
იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი ექსპერტიზით დადგენილი მძიმე ტექნიკური მდგომარეობის გამო განხორციელდება. ამის შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის მარტში გახდა.
„მოძრაობის შეზღუდვა იმოქმედებს 12 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, 00:00-საათიდან 05:00 საათამდე. ამაღამ გზა გადაიკეტება გალაკტიონის ხიდიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ხიდის დემონტაჟის შემდეგ ქვეითთა გადასასვლელები და შუქნიშნები მოეწყობა.