წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, შიდა-საუბნო გზები.
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, იუწყება „პირველი არხი“.
მუნიციპალიტეტში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ ჯვარში და სოფლებში საჩინო და ჩქვალერი დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
მუნიციპალიტეტში ასევე დაზიანებულია სოფლების შიდა გზები.
მერიის შესაბამისი სამსახურები შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია.