თბილისი, 12 აგვისტო − Sputnik. თბილისში, სოფელ დიღომში 30 წლამდე კაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ქობულაშვილს დანით სასიკვდილო ჭრილობები თანასოფლელმა საკუთარ სახლთან მიაყენა. ეჭვმიტანილმა გაქცევა მოასწრო.
ადგილობრივების თქმით, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო. შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილს სამართალდამცველები ეძებენ.