სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო − Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა სენაკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვეის შედეგად, იუწყება „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
მიღებული ტრავმის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მანქანაში მყოფი კიდევ ოთხი ადამიანი, რომლებიც ავარიისას დაშავდნენ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.