სარფში ქვეითს სატვირთო მანქანა დაეჯახა

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა სარფში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება „მთავარი არხი“.
არსებული ინფორმაციით, ფეხით მოსიარულე ქალს სატვირთო მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.