მოსაზრება: ავტომატი „კალაშნიკოვი“ ჯარების ეფექტიანობას ზრდის

Sputnik
სამყაროში ყველაზე ცნობილი კალაშნიკოვის ავტომატი მუდმივად უმჯობესდება. კონცერნმა „კალაშნიკოვმა“ ამ დღეებში, ვადაზე ადრე რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გაუმჯობესებული ავტომატების АК-12 მოდელის ახალი პარტია გადასცა. რუსული ჯარები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში მასობრივად არიან შეიარაღებულნი ყველაზე თანამედროვე ავტომატური იარაღით.
რუსეთის შეიარაღებული ძალების ძირითადი ინდივიდუალური სასროლი იარაღი 2023 წლის ნიმუშის ავტომატი АК-12 ითვლება კალაშნიკოვის სისტემის განვითარების მწვერვალად. იგი ინტეგრირებულია საბრძოლო ეკიპირების „რატნიკის“ შემადგენლობაში, რომლის ძირითადი თვისებაა შესასრულებელ ამოცანებთან და სამხედროს ფიზიკურ თავისებურებებთან ადაპტაცია.
რუსეთის არმიამ მიიღო ასობით ათასი „რატნიკის“ კომპლექტი და თითოეული შეიცავს 60 მეტ ელემენტს: იარაღს, ინდივიდუალური დაცვისა და კავშირის საშუალებებს, სითბოს ავტონომიურა წყაროებს, სმენის აქტიური დაცვის სისტემებს. ..
კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასობრივი კალაშნიკოვის ავტომატი ნაწარმოებია 100 მილიონზე მეტი ერთეულის რაოდენობით, იგი ტექნიკურად ძალიან საიმედოა, გააჩნია მაღალი საბრძოლო ეფექტიანობა და ბევრი სხვა მაჩვენებელი, რომელიც უზრუნველყოფს მასზე დიდ მოთხოვნას მსოფლიო ბაზარზე.
ამ უახლესმა მოდიფიკაციამ მალევე მიიპყრო უცხოელი დამკვეთების ყურადღება - ინდოეთიდან, ბანგლადეშიდან, ეგვიპტედან, მიანმიდან, ირანიდან და სხვა მეგობარი ქვეყნებიდან.
რუსული კონცერნი „კალაშნიკოვი“ იყო და კვლავ არის აღიარებული მსოფლიო ლიდერი ავტომატური იარაღის შემუშავებასა და წარმოებაში. სრულყოფის რთული პროცესი დღესაც გრძელდება. ფორუმზე „არმია-2024“ კონცერნ „კალაშნიკოვი“ ამჟამად პირველად წარადგენს მოდერნიზებულ ჯავშანჩაფხუტს „ბარს-მ“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე