ნიკა მელიას თავს დაესხნენ

Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. სამტრედიაში ოპოზიციური პარტია „ახლის“ თანათავმჯდომარე ნიკა მელიას თავს დაესხნენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ნიკა მელია სამტრედიაში პარტიის ოფისის გახსნის შემდეგ მედიის კითხვებს პასუხობდა.
მელიასთან უეცრად ახალგაზრდა კაცი მივარდა, სახის არეში დაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მომხდარს ხმაური მოჰყვა.