გივი მაჭარაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველომ პარიზის ოლიმპიადაზე შვიდი მედალი მოიპოვა - სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ქართველი ფალავანი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ მაგომედხან მაგომედოვთან დამარცხდა.
მაჭარაშვილმა მეოთხედფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე მარტივად, 11:0 დაამარცხა, მერვედფინალში მან ანგარიშით 12:2 სამხრეთაფრიკელი ნიკოლას იოჰანეს დე ლანგი დაამარცხა.
გივი მაჭარაშვილი - ევროპის ორგზის ჩემპიონია, მსოფლიოს და ევროპული თამაშების ჩემპიონატების პრიზიორია.
ამგვარად, საქართველომ პარიზის ოლიმპიადაზე შვიდი მედალი მოიპოვა - სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.