თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ნახევარფინალში გავიდა.
მაჭარაშვილმა მეოთხედფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე მარტივად, 11:0 დაამარცხა. ქართველი ფალავანი ფინალის საგზურისთვის თავის პრინციპულ მეტოქეს, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ მაგომედხან მაგომედოვს დაუპირისპირდება.
მერვედფინალში მან ანგარიშით 12:2 სამხრეთაფრიკელი ნიკოლას იოჰანეს დე ლანგი დაამარცხა.
გივი მაჭარაშვილი - ევროპის ორგზის ჩემპიონია, მსოფლიოს და ევროპული თამაშების ჩემპიონატების პრიზიორია.