თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ფინალში გავიდა.
ქართველი ფალავანი ნახევარფინალში თავის პრინციპულ მეტოქეს, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ მაგომედხან მაგომედოვს დაუპირისპირდა და ანგარიშით 5:0 დაამარცხა.
ფინალში გივი მაჭარაშვილის მეტოქე ამერიკელ კაილ სნაიდერსა და ბაჰრეინის წარმომადგენელ ახმედ ტაჟუდინოვს შორის გამარჯვებული იქნება.
მეოთხედფინალში მაჭარაშვილმა უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე მარტივად, 11:0 დაამარცხა, მერვედფინალში კი ანგარიშით 12:2 სამხრეთაფრიკელი ნიკოლას იოჰანეს დე ლანგი დაამარცხა.
გივი მაჭარაშვილი - ევროპის ორგზის ჩემპიონია, მსოფლიოს და ევროპული თამაშების ჩემპიონატების პრიზიორია.