თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. თბილისში ხანძრის კვამლის სვეტმა დედაქალაქის მოსახლეობა და სტუმრები შეაშინა - ის ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან ჩანდა, ფოტოებმა კი სოციალური ქსელები მოიცვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი გაუჩნდა მეორად საბურავებს ლოტკინის რაიონში, ფერდობზე რკინიგზის სადგურის ზემოთ.
მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.