თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. პარასკევს, 9 აგვისტოს, პარიზში XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ერთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
ოლიმპიადის მე-14 დღეს სპორტის 17 სახეობაში მედლების 36 კომპლექტი გათამაშდება.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს ოთხი მედალი აქვს მოპოვებული: ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ოქრო აიღო, ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) და ილია სულამანიძემ (-100 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ასევე ბრინჯაო აქვს მოკრივე ლაში გურულს (-63,5 კგ).
თავისუფალი სტილით ჭიდაობა
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, რომელიც 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, მერვედფინალში უკრაინელ სპორტსმენ ალექსანდრ ხოციანოვსკის შეხვდება. ბრძოლა თბილისის დროით 14:03 საათზე გაიმართება.
გენო პეტრიაშვილი არის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიო, ევროპის, ევროპული და ოლიმპიური თამაშების მედალოსანი.