თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე, რომელიც მაყურებელმა პოპულარული ქართული სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ შეიყვარა, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„აღარ მყავს ჩემი დედიკო. თბილი, ტკბილი, უზომოდ მოსიყვარულე და საყვარელი. როგორ შევეგუოთ მის გარეშე ცხოვრებას", - წერს შორენა მახარაძე სოციალურ ქსელში.
მედიის ცნობით, მსახიობს, გულთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ის კლინიკაში გარდაიცვალა.
მსახიობს სამშაბათს 13 აგვისტოს თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.