ჟენევის დისკუსიების მონაწილეებმა თავიანთი პოტენციალი უნდა გამოიყენონ - მარია ზახაროვა

რუსეთი მზადაა ყოველმხრივ ხელი შეუწყოს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის განვითარებაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მიზნით, განაცხადა ზახაროვამ.
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. ჟენევის დისკუსიის მონაწილეებმა უფრო მეტად უნდა გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი, უპირველეს ყოვლისა, დაიწყონ შეთანხმების შემუშავება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთი მხრივ, თბილისს, და მეორე მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ მის კომენტარში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების წლისთავს მიეძღვნა, ნათქვამია, რომ განიხილება ასეთი იურიდიული ვალდებულებების მიღება „როგორც საიმედო გარანტია იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები აღარ განმეორდეს“.
„ამ ამოცანების აქტუალობა ბოლო დროს გაიზარდა, რადგან ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები აძლიერებენ მცდელობებს, ისარგებლონ შიდარეგიონული დაპირისპირებებით, რუსეთის საზღვრებთან სიტუაციის ესკალაციის აშკარა მიზნის მისაღწევად. დასავლეთის წარმომადგენლები რუსეთისთვის ზიანის მიყენების მცდელობებისას ივიწყებენ რეგიონის სახელმწიფოების ინტერესებს, და საფრთხის ქვეშ აყენებენ მათ უსაფრთხო და ღირსეულ არსებობას“, - აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, რუსეთი მზად არის გააგრძელოს ურთიერთობა მათთან, ვინც არ შეიძლება იყოს გულგრილი სამხრეთ კავკასიის ბედის მიმართ, მათ შორის ხელი შეუწყოს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის განვითარებას ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისა და მათ საერთო რეგიონში სხვა დაგროვილი პრობლემების გადაჭრის მიზნით.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ცალმხრივად აღიარა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. თბილისმა საპასუხოდ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
საქართველო მხოლოდ მშვიდობიანი გზით გაერთიანდება - პრემიერი>>
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
საქართველოს მხრიდან შეირაღებული კონფლიქტის დროს 400 ადამიანი დაიღუპა.
საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ. ტრადიციულად, ამ დღეს პოლიტიკოსებსა და რიგით მოქალაქეებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს ყვავილებით და გვირგვინებით ამკობენ. საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დაშვებულია სახელმწიფო დროშები.