ბათუმში კაცმა ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღება სცადა და საავადმყოფოში მოხვდა

თვითმხილველების თქმით, ბენზინგასამართ სადგურის თანამშრომელი თავს იცავდა.
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ბათუმში ბენზინგასამართ სადგურზე დასაყაჩაღებლად შეჭრილ მამაკაცს დასაქმებულმა თავში ნიჩაბი ჩაარტყა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იუწყება ადგილობრივი გამოცემა ajaratimes.ge .
შემთხვევა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბენზინგასამართ სადგურის თანამშრომელი თავს იცავდა.
თავდამსხმელი თავის ტრავმით კლინიკაშია მოთავსებული.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზეა.
როგორც ონლაინ მედიამ გაარკვია, თავდამსხმელი ბენზინგასამართ სადგურზე სათამაშო თოფით იყო შეჭრილი.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.