ქართველმა ფალავანმა პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა

პარიზის ოლიმპიადაზე 28 ქართველი სპორტსმენი გაემგზავრა
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. 86 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძემ რეპეშაჟში მონაწილეობის შანსი დაკარგა და პარიზის ოლიმპიადას ტოვებს.
პარიზის ოლიმპიადის მე-14 დღისთვის საქართველოს ნაკრებს ოთხი მედალი აქვს მოპოვებული: ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ოქრო აიღო, ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) და ილია სულამანიძემ (-100 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ასევე ბრინჯაო აქვს მოკრივე ლაში გურულს (-63,5 კგ).
გამყრელიძეს ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი მერვედფინალში უზბეკ ჯაბრაილ შაპიევთან დამარცხების შემდეგ ჰქონდა - 1:5. ამისათვის უზბეკ სპორტსმენს ტურნირის ფინალში უნდა გასულიყო. მაგრამ შაპიევი მეოთხედფინალში ბულგარელ რამაზან რამაზანოვთან დამარცხდა და გამყრელიძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა.
ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა თამაშებზე გამოსვლა მედლების გარეშე დაასრულეს: რობერტ კობლიაშვილი (-97 კგ), ლაშა გობაძე (-87 კგ) და რამაზ ზოიძე (-67 კგ). სამივე ბრძოლაში მერვედფინალიდან ჩაერთო, თუმცა ტურნირის ფინალურ ბლოკში გასვლა ვერ შეძლო.
პარიზის ოლიმპიადაზე სულ 28 ქართველი სპორტსმენი გაემგზავრა.
ოლიმპიადის დახურვის ცერემონია, რომელმაც სპორტის მოყვარულთა ყურადღება მთელი მსოფლიოდან მიიპყრო, 11 აგვისტოს გაიმართება.