პაპუაშვილი: აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ექსტრადიციის საკითხს დამოუკიდებელი სასამართლო წყვეტს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს.
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ექსტრადიციის საკითხს წყვეტს დამოუკიდებელი სასამართლო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ს ცნობით, სადიგოვი დააკავეს, რადგან ის აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ მუქარისა და გამოძალვისთვის 2024 წლიდან იძებნება.
„ექსტრადიციის საკითხს წყვეტს დამოუკიდებელი სასამართლო. ეს არის მართლმსაჯულების საკითხი და ამაში ჩარევა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სამი თვის ვადით საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ მიიღო.
მედიის ცნობით, საინფორმაციო ვებგვერდ Azel.tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი ოჯახთან ერთად საქართველოში 2023 წლიდან ცხოვრობდა.