თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. პარიზში XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ხუთშაბათს, 8 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძე იასპარეზებს.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს ოთხი მედალი აქვს, - ოქრო და ორი ვერცხლი, რომლებიც ძიუდოისტებმა მოიპოვეს, ასევე მოკრივე ლაშა გურულის მოპოვებული ბრინჯაო.
თავისუფალი სტილით ჭიდაობა
ვლადიმერ გამყრელიძე (-86 კგ) ოლიმპიადაზე გამოსვლას მერვედფინალიდან იწყებს. ტრანსლაცია თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.
ფინალური ბლოკის ორთაბრძოლები კი პარასკევს, 9 აგვისტოს გაიმართება.