როგორ მიმდინარეობს მიწის რეგისტრაცია საქართველოში

მიწის სისტემური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სახელმწიფოს გაუჩნდება შესაძლებლობა უფრო ეფექტურად განახორციელოს მიწათმოწყობის და მიწათსარგებლობის პოლიტიკა.
Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. საქართველოს 45 მაღალმთიანი რეგიონიდან 15-ში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია სრულად დასრულდა, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
2019 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.
იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 15 მაღალმთიან რაიონში რეგისტრაციის პროცესი მთლიანად დასრულებულია, 14-ში კი აზომვითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და თავად რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს.
როგორც ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც 2024 წელს დასრულდება, მილიონ ჰექტარზე საკუთრების საკითხის მოგვარებას შეუწყობს ხელს.
მიწის სისტემური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნება, უფრო ეფექტურად წარმართოს მიწის ადმინისტრირების და მიწით სარგებლობის პოლიტიკა, ასევე ხელი შეუწყოს არსებული ბუნებრივი რესურსის ბაზისა და დაცული ტერიტორიების დაცვასა და შენახვას.
რეფორმის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურები 2016 წლის 1 აგვისტოდან გამარტივდა. მისი მიზანია მფლობელთა უფლებების დაცვა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.