რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში - ახალი სტატისტიკა

აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე.
Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა 1,6 მლნ კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 1.720 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 17,4%-ით, ხოლო საერთო ფართობი – 19,7%-ით გაიზარდა.
2024 წლის იანვარ-ივნისში აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებზე.
2024 წლის პირველ ნახევარში ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა 5,4 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტების აშენების 5,6 ათასი ნებართვა გასცეს.
2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 10,6%-ით გაიზარდა, ხოლო სავარაუდო მშენებლობების ფართობი 35%-ით გაიზარდა.
გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 74% მოდის ოთხ რეგიონზე: თბილისი, ქვემო ქართლი, კახეთი და მცხეთა-მთიანეთი.
კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან ნებართვები გასცეს სხვადასხვა სახის შენობების მშენებლობაზე: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.