ქალზე ძალადობის ბრალდებით სამართალდამცველი დააკავეს

დანაშაული 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ქალზე ძალადობისა და მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს, ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა 2024 წლის 6 აგვისტოს დუშეთის რაიონის სოფელ ზემო ბულაჩაურში დაზარალებულს სახისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა და მისი და მისი შვილების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შედეგადაც 7 აგვისტოს სამართალდამცველი დააკავეს.
დანაშაული 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს - მამაკაცს ბრალდება 48 საათში წარედგინება.