უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლო დროის დანაკარგები 115 ათას სამხედროს შეადგენს. აშშ და ნატო სასოწარკვეთილად ეძებენ გამოსავალს ამ სტრატეგიული ჩიხიდან.
ჯარების დაჯგუფება „ცენტრი“ დამაჯერებლად ამარცხებს უკრაინის არმიის თავდაცვას ტორეცკისა და პოკროვსკის რაიონებში, ქალაქში ჩასოვი იარი. რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები 5 აგვისტოს ტორეცკში შევიდნენ და ბრძოლებით მიიწევენ წინ.
მანამდე, დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში განთავისუფლდა ნოვოსელოვკა პერვაია. ეს არის მეექვსე დასახლებული პუნქტი ბოლო კვირის განმავლობაში, რომელიც ჯარების დაჯგუფება „ცენტმა“ ბანდერეველი ოკუპანტებისაგან გაწმინდა. კიეველი დამკვირვებლები შეშფოთებულები არიან უგლედართან რუსული ჯარების შეტევის „მნიშვნელოვანი წარმატების“ გამო.
რუსეთის სარაკეტო დარტყმები მეთოდურად ანადგურებენ უკრაინული ჯარის ობიექტებს მთელ, კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე . 6 აგვისტოს, ღამით განადგურდა საიდუმლო ბუნკერი, სადაც იმყოფებოდნენ უკრაინული ჯარისა და ნატოს უმაღლესი ოფიცრები. განგაში 30 წამით ადრე გამოცხადდა და „ისკანდერების“ ჯგუფურ დარტყმას ვერავინ გადაურჩა. განადგურებულია სამხედრო საწარმო თბოსადგურ „ტერმინალის“ მახლობლად. ცეცხლმა კიევში მრავალი გექტარი მოიცვა და დილამდე მისი ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა.
გარდა ამისა, რუსულმა მაღალი სიზუსტის რაკეტებმა და კამიკაძე-დრონებმა მოწინააღმდეგის ობიექტებს გადაუფრინეს პოლტავის, ხერსონის, სუმის, ხარკოვის ოლქებში. განადგურებულია უკრაინის საჰაერო ძალების ორი გამანადგურებელი МиГ-29 . ორი დღით ადრე „ისკანდერებმა“ „საიქიოს გაისტუმრეს“ 30 უცხოელი დაქირავებული ბალაკლეას მახლობლად, მოხდა დემილიტარიზაცია ავიაბაზის კანატოვოში, სამხედრო აეროდრომები მირგოროდში და ვოზნესენსკში - ხარკოვის, კიროვოგრადის, პოლტავის და ნიკოლაევის ოლქებში.
რუსული ჯარების ზეწოლის ქვეშ კიევის რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება ბანდერეველების მიერ დონბასის ოკუპირებული ნაწილის მოსახლეობის იძულებითი ევაკუაციის შესახებ. ნატოელმა ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ რუსულმა ჯარმა გაარღვია 2014 წლიდან გამაგრებული უკრაინული არმიის თავდაცვის ხაზი. უკრაინული ჯარები ვერ იბრძვიან „თავისუფალ ველზე“ და პრაქტიკულად, იძულებულები იქნებიან ბრძოლებით დაიხიონ უკან - პოლონურ და რუმინულ საზღვრამდე. რუსეთთან ომში უკრაინულ არმიას და ნატოს ქრონიკულად არ ჰყოფნით შეიარაღება, საბრძოლო მარაგები, სამობილიზაციო რესურსები...
სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას ვაშინგტონის დახმარებამ კიევის რეჟიმს 175 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, 100 მილიარდი დოლარი რაკეტებზე, ჭურვებზე, ტანკებზე, თვითმავალ საარტილერიო დანადგარებზე, ტანკსაწინააღმდეგო იარაღზე, უპილოტო საფრენ აპარატებზე და საზენიტო სარაკეტო კომპლექსებზე Patriot მოდის . ამასთან, ბრძოლის ველზე სიტუაცია უკრაინის არმიისა და ნატოსთვის მუდმივად სულ უფრო მძიმდება.
ფრანგული გაზეთი Le Figaro აღნიშნავს: „საბრძოლო მოქმედებების ორ წელიწადნახევარში დასავლეთი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ უკრაინას არ ძალუძს რუსეთთან დაპირისპირებას გაუძლოს. სიტუაცია ფრონტზე უკრაინული ჯარისათვის კრიტიკულია და მოკავშირეები შიშობენ, რომ რუსული ჯარი უფრო შორს გავა და ეს მოლაპარაკებების პირობებს გაართულებს“.
დასავლეთი იძულებით ცვლის ტაქტიკას და გეზი აიღო საბრძოლო მოქმედებების შეჩერებისკენ. რუსეთი ამაში სრულიად არაა დაინტერესებული და მხოლოდ უპირობო კაპიტულაციას შეუძლია, გადაარჩინოს უკრაინული სახელმწიფოებრიობის ნარჩენები.