თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს 87 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა გობაძე მეოთხედფინალში ულგარელ სემენ ნოვიკოვთან დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ ნოვიკოვი ფინალში გასვლას მოახერხებს.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ნახევარფინალური დაპირისპირებები 20:00 საათიდან დაიწყება.
დღეს ასევე იასპარეზა 67 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე რამაზ ზოიძემაც, რომელიც პირველივე ორთაბრძოლაში ყირგიზ ამანტურ ისმაილოვთან დამარცხდა. ისმაილოვი მეოთხედფინალში უკრაინელ ათლეტთან დაკარცხდა, შესაბამისად ზოიძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი დაკარგა.
ამ დროისთვის,საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია - ოქრო და ორი ვერცხლი, რომელიც ძიუდოისტებმა მოიპოვეს და ერთი ბრინჯაო, რომელიც მოკრივემ მოიპოვა.