თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ტურნირზე 87 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა გობაძე რინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
გობაძე მეოთხედფინალში ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან დამარცხდა, თუმცა, ნოვიკოვმა ნახევარფინალში უნგრელ ლოსონჟის ანგარიშით 3:1 სძლია და ქართველ ფალავანს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მისცა.
ხვალ, 8 აგვისტოს გობაძე რეპეშაჟში დანიელ ბისულტანოვს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისთვის უნგრელ ლოსონჟის დაუპირისპირდება.
დღეს ასევე იასპარეზა 67 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე რამაზ ზოიძემაც, რომელიც პირველივე ორთაბრძოლაში ყირგიზ ამანტურ ისმაილოვთან დამარცხდა. ისმაილოვი მეოთხედფინალში უკრაინელ ათლეტთან დამარცხდა, შესაბამისად ზოიძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი დაკარგა.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია - ოქრო და ორი ვერცხლი, რომელიც ძიუდოისტებმა მოიპოვეს და ერთი ბრინჯაო, რომელიც მოკრივემ მოიპოვა.