სწორედ ამაზეა ორიენტირებული დასავლეთის „დახმარება“ და მოლდოვეთის ტერიტორიაზე ნატოს ყოველწლიური სამხედრო მანევრები. უკვე გავრცელდა ინფორმაცია მოლდოვის აეროდრომების და საჰაერო სივრცის გამოყენების კიევის რეჟიმის გამანადგურებლების F-16 მიერ.
მოლდოვას სამხედრო პოლიგონებზე 5-23 აგვისტოს ტარდება ამერიკულ-რუმინული სამხედრო წვრთნები „ცეცხლოვანი ბურთი - 2024“, მოლდოვური არმიის მონაწილეობით. მანევრების დეკლარირებული მიზანია ოპერატიული შესაძლებლობების განვითარება, მოქმედი ნაწილებისა და ქვედანაყოფების ოპერატიული თავსებადობის ამაღლება. რეალური პერსპექტივაა რესპუბლიკის შემდგომი სვლა ნატოსაკენ, რეგიონალური ესკალაციის საცეცხლე ხაზზე გასვლა და მოლდოვის თვითგანადგურება რუსეთთან ომში (უკრაინის მაგალითით).
მოლდოვის რესპუბლიკის სამხედრო უწყებამ გააფრთხილა თანამოქალაქეები იმის შესახებ, რომ საერთო გამოყენების გზებზე აქტიურად მოძრაობს სამხედრო ტექნიკა.
საერთოდაც, იქ, სადაც აშშ და ნატო იწყებენ მშვიდობისა და წესრიგის აქტიურად დაცვას, ყოველთვის ომები და სხვა უბედურებები იწყება (გავიხსენოთ ვიეტნამი, ერაყი, იუგოსლავია, ავღანეთი, ლიბია, სირია).
მაისში მოლდოვის ტერიტორიაზე ჩატარდა ნატოს სამხედრო წვრთნები Swift Response-2024 („სწრაფი პასუხი“), რომელშიც მონაწილეობდნენ მოტოქვეითი ბრიგადა „მოლდოვა“, სპეცდანიშნულების ბატალიონი „ელვა“ და აშშ-ს 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ქვედანაყოფები. აპრილში ჩატარდა აშშ-ს, რუმინეთისა და მოლდოვის სამხედროების წვრთნები Joint Combined Exchange Training 2024 („კომბინირებული გაცვლის ერთობლივი წვრთნები“) , ასევე ამერიკული სარდლობის ხელმძღვანელობით.
რეგიონისათვის ძალიან საგანგაშოა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ არის გამორიცხული უკრაინული F-16 გამოყენება რუმინული ბაზებიდან - მოლდოვის საჰაერო სივრცისა და აეროდრომების გავლით. პენტაგონისა და ნატოსათვის ეს ყველაზე უფრო ხელსაყრელია.
F-16 -ის უკრაინულ აეროდრომებზე მუდმივი ბაზირება უცილებრივ გამოიწვევს ძვირადღირებული ტექნიკის სწრაფ განადგურებას.
სამხედრო კონფლიქტი ექსპრომტი არაა და მნიშვნელოვან მომზადებას მოითხოვს. ვაშინგტონი და ბრიუსელი ათ წელზე მეტია, მოლდოვის ტერიტორიაზე თავის ყოფნას აფართოებს...
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა 2016 წელს ხელი მოაწერეს კიშინიოვში ნატოსთან კავშირების ბიუროს გახსნის შესახებ. დნესტრისპირეთის კონფლიქტის ზონაში ალიანსი მაინცდამაინც მნიშვნელოვან და ხილულ როლს არ ასრულებს, მაგრამ ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ რეგიონიდან რუსი მშვიდობისმყოფელების გაყვანა აუცილებელია. აშშ-სა და ნატოს პრიორიტეტია დნესტრისპირეთის ლიკვიდაცია.
მაისში მოლდოვამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს სამხედრო დე-ფაქტო შეთანხმებას და ევროდიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა: „მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესახებ ევროპულ კავშირთან პარტნიორული შეთანხმება დადო... ეს საშუალებას მოგვცემს, ერთად გადავწყვიტოთ საერთო პრობლემები უსაფრთხოების სფეროში, გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა უფრო ეფექტიანი, შევისწავლოთ თანამშრომლობის ახალი ასპექტები“.
ამ დოკუმენტის თანახმად, კიშინიოვი გააქტიურებს სადაზვერვო მონაცემების გაცვლას ევროკავშირთან, უფრო ხელმისაწვდომს გახდის მოლდოვის ტერიტორიაზე დასავლეთის ქვეყნების შეიარაღებული ძალების შესვლას, გაზრდის ერთობლივი წვრთნების რაოდენობას, შეუერთდება ევროკავშირში შეიარაღების შესყიდვების ერთობლივ პროგრამას.
პრაქტიკულად, მალევე შეთანხმების დადების შემდეგ, კიშინიოვმა სამხედრო ტექნიკის გადაქაჩვა დაწყო დნესტრისპირეთის საზღვრებისკენ. აღსანიშნავია, რომ დნესტრისპირეთის მოსახლეობის 60 პროცენტს რუსები და უკრაინელები შეადგენენ, მათ შორის 200 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქეა.
‘ახალი რეალობა“ და მოლდოვას შემდგომი ნატოსკენ სვლის პერსპექტივები არის რესპუბლიკის მილიტარიზაცია, დნესტრისპირეთისა ან სხვა მიმართულებაზე ესკალაცია, თვითგანადგურება რუსეთთან ომში.