თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. პარიზის ოლიმპიადაზე 97 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშილი მერვედფინალში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
იგი ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე, ბელარუს აბუბაკარ ხასლახანაუს დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:9 დამარცხდა.
კობლიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ ბელარუსი ფალავანი ტურნირის ფინალში გასვლას მოახერხებს.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის პრიზიორია. კონტინენტის პირველობებზე კობლიაშვილს სამივე სინჯის თითო მედალი აქვს მოპოვებული.