კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

პანკისიდან ახმეტის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
შემთხვევა სოფელ მატანთან 3 აგვისტოს, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პანკისიდან ახმეტის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად 22 წლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მანქანაში მყოფი ორი მგზავრი კი დაშავდა.
დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.