თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. წლიურმა ინფლაციამ (2024 წლის ივლისი 2023 წლის ივლისთან) საქართველოში 1,8% შეადგინა, (სამიზნე მაჩვენებელი არის 3%), იტყობინება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
წინა თვის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ (2024 წლის ივნისი 2023 წლის ივნისთან) საქართველოში 2,2% შეადგინა.
ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა ტრანსპორტის (9,4%), სასტუმროებისა და რესტორნების (6,7%), ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმზე (4,3%) და განათლების (3,8%) სფეროებში. შემცირდა ფასები კომუნიკაციებზე (7,6%), ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (3,8%), საცხოვრებელზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე (2,8%), დასვენებასა და გართობაზე (1,1%), ასევე ავეჯზე (1%).
2024 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, ინფლაციის დონემ -0,4% შეადგინა.