თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ შეჯიბრში გამოსვლა პირველ ეტაპზევე იტალიის ნაკრებთან წაგებით დაასრულა.
საქართველო 1/8-ში იტალიასთან ანგარიშით 3:4 დამარცხდა. გუნდს ქულები ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ილია სულამანიძემ მოუტანეს.
ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე პირად ჩათვლაში სამი მედალი მოიპოვეს. ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.