ქართველები პარიზის ოლიმპიადაზე: გურამ თუშიშვილი შეჯიბრებას გამოეთიშა

Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ტურნირის მეოთხედფინალში დამარცხდა.
თუშიშვილი ფრანგ ტედი რინერს დაუპირისპირდა, რომელმაც იპონით გაიმარჯვა.
ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟში ბრინჯაოსთვის ბრძოლას ვეღარ გააგრძელებს, რადგან დისკვალიფიკაცია მიიღო.
დღეს ძიუდოისტმა სოფიო სომხიშვილმაც (+78 კგ) იასპარეზა. 1/16 ფინალში მან იპონით დაამარცხა გერმანელი რენე ლუხტი, მაგრამ 1/8 ფინალში ფრანგ რომანა დიკოსთან დამარცხდა და შეჯიბრს გამოეთიშა.