თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. აღმაშენებლის ხეივანში, „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე ორი კვირის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
დედაქალაქის მერიის ცნობით, აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.