აშშ-ის უკანასკნელი აღლუმი უკრაინაში - 1,5 მლრდ დოლარი ბანდერეველებს არ უშველით

აშშ-ს სამხედრო დახმარება კიევის რეჟიმს ათასობით უკრაინელ ჯარისკაცს სწირავს გავლენას ვერ ახდენს რუსული სპეციალური სამხედრო ოპერაციის სტრატეგიაზე. ამერიკელი „ჰეგემონი“ სასოწარკვეთით ცდილობს ერთპოლუსიანი სამყაროს შენარჩუნებას, რუსეთთან პროქსი-ომის ხარჯზე და მაინც აგებს.
Sputnik
29 ივლისს პენტაგონმა განაცხადა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ (1,5 მილიარდ დოლარის ღირებულების). თუმცა, უახლოეს მომავალში კიევის რეჟიმს „პაკეტის“ მხოლოდ მეშვიდედის მიღება შეუძლია. დანარჩენი გრძელვადიანი პერსპექტივისათვის არის გათვლილი.
რუსული სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან უკრაინული ჯარი უკვე 62-ედ მიიღებს პენტაგონის მარაგებიდან შეიარაღებას, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს, საბრძოლო მასალებს HIMARS -სთვის, საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს Javelin.
ორი წლის განმავლობაში აშშ-მ უკრაინას აღმოუჩინა 55,4 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება და კიდევ ერთი მოკრძალებული „პაკეტი“ პრინციპულად არაფერს შეცვლის რუსული სპეციალური სამხედრო ოპერაციის წარმატებული მსვლელობისათვის. მხოლოდ ერთი შეპირებული ამერიკული ბატარეა Patriot (წარსულში არაერთგზის გამოყენებული) 100 მილიონ დოლარად ფასდება.
ნატოელმა ევროპელმა მოკავშირეებმა თითქმის დააცარიელეს თავიანთი არსენალები.
ამ დღეებში გერმანიამ და დანიამ უკრაინის არმიას გადასცეს რვა ტანკი Leopard, თავისი სათადარიგო ნაწილებით და 21 ათასი ჭურვი საზენიტო თვითმავალი დანადგარებისათვის Gepard. საფრანგეთი დაჰპირდა კიევის რეჟიმს 18 Caesar, 128 ჯავშანტრანსპორტიორს VAB, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, სატვირთო მანქანებს და რადარებს. ცნობისათვის: სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას განადგურებულია მოწინააღმდეგის 909 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 25 ათასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, 556 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 15725 ტანკი და ჯავშანმანქანა, 13960 საარტილერიო დანადგარი.
აღსანიშნავია, რომ კიევის რეჟიმისათვის დაპირებული გამანადგურებლების რაოდენობა ჯერაც არაა მიწოდებული. წელიწადნახევარში ნატოს ქვეყნებში მომზადება გაიარა მხოლოდ ექვსმა უკრაინელმა მფრინავმა. The New York Times -ის მონაცემებით, 2024 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებენ ნატოს სულ რაღაც ათ თვითმფრინავს.
რუსეთმა უკრაინულ ფრონტზე აშშ და ნატო ჩიხში მოამწყვდია. ევროპაში ამერიკული სამხედრო ძლევამოსილების პროექცია უკიდურესად არადამაჯერებელი აღმოჩნდა. ახალი გეოპოლიტიკური კრახის პირას ვაშინგტონს ციებ-ცხელება აქვს. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ცალკეულ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ გარდაუვალი წაგების პირისპირ, უახლოეს 6 თვეში თეთრი სახლი, შეიძლება, უკრაინაში აშშ-ს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების სანქცირებაზეც კი წავიდეს.
კონგრესის დავალებით, ვაშინგტონში შექმნილმა კომისიამ სერიოზული ნაკლოვანებების აღმოაჩინა პენტაგონის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში და მივიდა დასკვნამდე, რომ აშშ რუსეთთან დიდი ომისათვის მზად, პრაქტიკულად, არა არიან.
29 ივლისს გამოქვეყნებულ მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ „ჩინეთსა და რუსეთის მზარდი თანამშრომლობა, რუსეთსა და ირანს შორის, აგრეთვე რუსეთსა და ჩრდილო კორეას შორის უფრო მჭიდრო კავშირებთან ერთად, გულისხმობს, რომ მომავალში აშშ შეიძლება, უფრო მასშტაბულ პრობლემებს წააწყდნენ“...