საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე: ქართველების გამოსვლის განრიგი 1 აგვისტოს

ოლიმპიადის მეექვსე დღეს სპორტის 8 სახეობაში მედლების 18 კომპლექტი გათამაშდება
Sputnik
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. ხუთშაბათს, 1 აგვისტოს, პარიზში XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
ოლიმპიადის მეექვსე დღეს სპორტის 8 სახეობაში მედლების 18 კომპლექტი გათამაშდება.
საქართველოს ნაკრების ყულაბაშია ორი მედალი - ძიუდოისტებმა ოქრო და ვერცხლი მოიპოვეს.
ძიუდო
ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიზდე 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოვა. ის ასპარეზობას მერვედფინალიდან დაიწყებს, მისი მეტოქე კი 1/16 ფინალის მატჩში გამოვლინდება.
სულამანიძე 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მედალოსანია, ასევე 2023 და 2024 წლების ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის მედალოსანი.
კრივი
ქართველი მოკრივე ლაშა გურული (-63,5 კგ) 1/4 ფინალში ყაზახეთის წარმომადგენელ ბაზარბაი მუჰამედსაბირს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში ქართველ მოკრივეს ბრინჯაოს მედალი გარანტირებული აქვს.
გურული არის მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი (2021, 2023), ევროპის თამაშების ვერცხლის მედალოსანი (2023), ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2022), საერთაშორისო და ეროვნული სამოყვარულო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი.