თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხედფინალი მოიგო.
სულამანიძე იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფს დაუპირისპირდა და ვაზარით იმარჯვა.
ოლიმპიადის ფინალის საგზურისთვის ქართველი ძიუდოისტი შვეიცარიელ დანიელ აიხსა და ესპანეთის სახელით გამომსვლელ ნიკოლოზ შერაზადიშვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.
სულამანიძე 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მედალოსანია, ასევე 2023 და 2024 წლების ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის მედალოსანი.