ილია სულამანიძემ პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ეს საქართველოს ნაკრებისთვის მესამე მედალია: მანამდე ძიუდოისტებმა ოქრო და ვერცხლი აიღეს
Sputnik
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სულამანიძე ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან დამარცხდა.
ამგვარად, ეს საქართველოს ნაკრებისთვის მესამე მედალია: მანამდე ძიუდოისტებმა ოქრო და ვერცხლი აიღეს.