თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს 2024 წლის მეორე კვარტალში 1,7 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,2%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" განცხადებაში.
15 წელს ზემოთ პირთა ვიზიტების რიცხვმა 1,5 მლნ შეადგინა, რაც 2023 წლის მეორე კვარტლის მონაცემზე 4,6%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტების რიცხვმა 1,2 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის აპრილი-ივნისის მონაცემებზე 9,2%-ით მეტია.
საქართველოში ვიზიტების ძირითადი მიზნები იყო დასვენება, ნათესავებისა და ნაცნობების მონახულება, ასევე ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვა ქვეყნებში.
უცხოელების საქართველოში ჩამოსვლის მიზანი 2024 წლის აპრილი-ივნისი
ჩამოსვლის მიზანი | ვიზიტების რიცხვი, ათასი | საერთო9 რაოდენობის წილი,% |
დასვენება და გართობა | 822,2 | 53,7 |
ნათესავების მონახულება | 325,9 | 21,3 |
ტრანზიტი სხვა ქვეყნებში | 177,3 | 11,6 |
სამუშაო | 101,6 | 6,6 |
შოპინგი | 77,3 | 5,1 |
სხვა | 26,2 | 1,7 |
ყველაზე მეტი ტურისტი მეორე კვარტალში ეწვია თბილისსა და აჭარას. უცხოელები საქართველოში საშუალოდ 5,1 ღამეს ატარებდნენ.
ყველაზე მეტი ვიზიტორი იყო თურქეთიდან – 287,2 ათასი, რაც ვიზიტორების საერთო რაოდენობის 22,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის რუსეთი (წილი 20,9%) და სომხეთი (10,6%). უცხოელებმა თურქეთიდან 369,4 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რუსეთიდან – 312,1 ათასი, სომხეთიდან – 195,9 ათასი ვიზიტი.
„საქსტატის“ მონაცემებით, უცხოელებმა საქართველოში დაახლოებით 3,4 მილიარდი ლარი დახარჯეს, რაც 2,7%–ით მეტია, ვიდრე 2023 წლის საანგარიშო პერიოდში. თუმცა, ხარჯები ერთ ვიზიტზე 1,8%–ით შემცირდა და 2.251,8 ლარი შეადგინა.