პენტაგონი და ნატო შეშფოთებით ადევნებენ თვალს „ისკანდერ M“-ის საბრძოლო გამოყენების მზარდ ეფექტიანობას და აღიარებენ მის „დიდ წარმატებებს“.
ნატოს „აქტივების განადგურების“ ღირებულებამ ივლისში ასეულობით მილიონი დოლარი შეადგინა, თუ არ ჩავთვლით უკრაინული არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგებს. დასავლელი ანალიტიკოსები დანაკარგების ზრდას „ისკანდერების“ რაკეტების წარმოების გასამმაგებით ხსნიან. ალიანსის სტრატეგები სერიოზულად არიან შეწუხებულნი რუსეთის ჯარების სადაზვერვი-დარტყმითი კონტურის მაღალი ეფექტიანობით. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს რაკეტების რაოდენობასა და ხარისხს. დარტყმების ოპერატიულობასა და სიზუსტეს უზრუნველყოფენ საჰაერო, ელექტრონული, აგენტურული დაზვერვის ძალები და საშუალებები.
„ისკანდერ M“-ის მთავარი უპირატესობები არის მობილურობა, ფარული დარტყმები, საცეცხლე და რადიაელექტრონული წინააღმდეგობის პირობებში სამიზნეების განადგურების მაღალი ალბათობა. „ისკანდერ -მ“-ს შეუძლია, რეალური დროის რეჟიმში მიიღოს სამიზნე მითითებები ავიაციისაგან, დაზვერვისაგან, უპილოტო საფრენი აპარატებისაგან და დარტყმები განახორციელოს სწრაფად მოძრავ ობიექტებზე. შესაძლებელია, ჰაერში მყოფი რაკეტების მიმართულების შეცვლაც. კომპლექსს გააჩნია მფრინავი რაკეტების ორი მოდოფიკაცია და ხუთი ტიპის აერობალისტიური რაკეტა.
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებისას „ისკანდერ M“ პრაქტიკულად ყოველდღე ადასრურებს თავის საბრძოლო უპირატესობებს.
ამერიკული ჟურნალი Military Watch აღნიშნავს: „ძლიერი დარტყმების თვეს „ისკანდერ-მ“ ასრულებს უკრაინის არმიის ბრიგადაზე კრიტიკული დარტყმით: განადგურებულია HIMARSდა ტანკები“. მანამდე, ივლისშივე, „ისკანდერებმა“ ასსე მეტი უცხოელი სპეციალისტი გაანადგურეს ხარკოვისა და ოდესის ოლქებში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტეოს ცნობით, „ისკანდერის“ დარტყმებით ნოვოტროიცკის (დონეცკის ოლქი) მიდამოებში განადგურებულია ამერიკული წარმოების საცეცხლე რეაქტიული სისტემა М270А1 MLRS, თანმხლები მანქანები და 15-მდე ბოევიკი. .. ბარვენკოვოს მისადგომებთან „ისკანდერების“ ჯგუფური დარტყმით განადგურდა მოწინააღმდეგის ორი სამხედრო ეშელონი - 240-მდე ბოევიკი და ნატოს ჯავშანტექნიკის 60-ზე მეტი ერთეული.
ახლახანს „ისკანდერ M“-მა განახორციელა დარტყმა უცხოელი დაქირავებულების დისლოკაციის ადგლზე ხარკოვში - განადგურებულია 151-ე ბრიგადის 60 ჯარისკაცი და 40 უცხოელი სპეციალისტი... და ეს „ისკანდერების“ ეფექტიანი გამოყენების მაგალითების მხოლოდ მწირი ჩამონათვალია.
„ისკანდერების“ „არგუმენტები“ უაღრესად შთამბეჭდავია. რუსეთი დამაჯერებლად მიიწევს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევისაკენ და მზადაა დასავლეთთან ხანგრძლივი სამხედრო დაპირისპირებისათვის. აშშ-მ და ნატოს სხვა ქვეყნებმა ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გააცნობიერეს, რამდენად არ არიან მზად ასეთი ბრძოლისათვის.