ტატო გრიგალაშვილი პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა

გრიგალაშვილმა საქართველოს პარიზის ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოუპოვა
Sputnik
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს 81კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
24 წლის ქართველი ფინალში იაპონელ ტაკანორი ნაგასეს შეხვდა და იპონით დაამარცხა.
გრიგალაშვილის მედალი საქართველოს მიერ პარიზის ოლიმპიადაზე მოპოვებული პირველი მედალია.